logo
ENG



თელავში, 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია მოკლა

07 მარ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
თელავში, 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია მოკლა

ფორმულას ინფორმაციით, თელავში, 27 წლის კაცმა, მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა გოშაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებებლ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 


close დახურვა