შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.
"ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი გუშინ, 21 იანვარს გვიან ღამით დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირება ქეიფის დროს მოხდა - თანასოფლებებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა სანადირო თოფიდან სუფრის წევრებს ესროლა.