შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინეს, ამბის გაგების შემდეგ კი ძმამ გოგო რამდენჯერმე სცემა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
ორივე პირი დაკავებულია. ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე, ხოლო არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს - 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
განახლება: ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ გოგო გააუპატიურეს, მოგვიანებით მასალა გადაკეთდა იმ მუხლის შესაბამისად, რომლითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო.