თელავში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ორმა ახალგაზრდმა ერთმანეთს ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ იარაღად მაკრატელი გამოიყენეს.
ორივე ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი - მათ შორის, ერთერთი თბილისში. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.