თელავში, ცივი იარაღით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილებს დაზიანებები ყელისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თელავის რაიონულ სავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.