ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, ონლაინ კონფერენციაზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არგუმენტები შეაფასა. EMC-ში ამბობენ, რომ მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გაიმეორა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის დაუსაბუთებელი ბრალდებები და ჰქონდა მისი დეჰუმანიზაციის მცდელობა. კერძოდ, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობამ შეპასუხების დიდი ნაწილი იმის მტკიცებას დაუთმო, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილს ჩატაევის ჯგუფთან გარკვეული კავშირები ჰქონდა. იურისტების თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე
25 ნოე 202012:57
3 წუთის საკითხავი