logo
ENG



თემურ წიკლაური გარდაიცვალა

01 თებ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/tffr24fhhul4oo4.jpg

ქართველი საესტრადო მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მომღერლის შვილიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

წიკლაური გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. 

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

 

 


close დახურვა