თბილისში, თემქის დასახლებაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ფაქტს თბილისი ენერჯის პრესსამსახური ადასტურებს. გარდაცვლილი შუა ხნის კაცია. კაცთან ერთად ბინაში მისი ძაღლიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე დაიღუპა.