![m0rpmhch2ra01u1.jpg](/uploads_script3/news/m0rpmhch2ra01u1.jpg)
თემქაზე, არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ლიფტში 6 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მათივე ინფორმაციით, ერთმა ქალმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, ყველა მათგანი ლიფტიდან ამოიყვანეს.