logo
ENG



თემქაზე აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს - ადგილზე დაპირისპირებაა

30 დეკ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock 4542

თემქაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს, ხმაური და დაპირისპირებაა. აქციია მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ კი ამის უფლება არ მისცა. 

თემქაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია და მერიას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვს. 

მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ პრობლემის შესახებ იცის, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. როგორც მოსახლეობა ამბობს, მუნიციპალიტეტის მერია მათ ბინებს შეპირდა, თუმცა ამ დრომდე მათი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. 


close დახურვა