logo
ENG



თემქაზე გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა

28 ივნ 202019:20
3 წუთის საკითხავი
 
7ivrzyj55il51sh.jpg

თემქის დასახლებაში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი გამომძახებლის ქმარმა დაჭრა, შემდეგ თავადაც მიიყენა ჭრილობა და მეშვიდე სართულიდან გადახტა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, შსს-ს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა