logo
ENG



თემქაზე ერთ სადარბაზოში 7 ინფიცირებულია, თუმცა ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე არ მისულან

08 აპრ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

სტიქაროსნის დაინფიცირების ისტორია, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავ მუშაობასა და სისტემურ პრობლემებს ავლენს. თემქაზე ზღვის უბანში მხოლოდ ერთ სადარბაზოში 7 ინფიცირებულია, თუმცა ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე არ მისულან. კოვიდ 19-ის დიაგნოზი დაუსვეს სტიქაროსნის მთელ ოჯახს, ამას კი წინ უძღოდა იმავე სადარბაზოში კიდევ ერთი ოჯახის დაინფიცირება. რის შემდეგაც მოსახლეობამ მუნიციპალურ სამსახურებს კორპუსის დეზინფექცირებისთვის რამდენჯერმე მიმართა და უშედეგოდ, მერი ფაქტს დღეს უარყოფდა. 

მეზობლები კი ვარაუდობენ, რომ სწორედ ხელისუფლებისა და მედიკოსების უყურადღებობა გახდა, კორპუსში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი. მუნიციპალური სამსახურების შეცდომის გარდა, სტიქაროსნის დედა ყვება შემზარავ ქრონოლოგიას, როგორ არ მივიდა რამდენიმე გამოძახებაზე სასწრაფო ოჯახის  81 წლის წევრთან და როგორ ეუბნებოდნენ დაინფიცირებულის შვილს კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარებაზე უარს, შედეგად ოჯახი დაინფიცირებულია, მათ შორის უხუცესი მძიმედ. 

კლინიკაში მოთავსებული ოჯახის 4-ვე წევრს მწვავე ორმხრივი პნევმონია აქვს. მძიმეა 81 წლის კაცის მდგომარეობა. დედა ყვება, რომ მისი სტიქაროსანი ვაჟი ეკლესიაში დადიოდა. ოჯახი რომ კორპუსის დეზინფექციას გამგეობას სთხოვდა იციან მეზობლებმაც. მათი თქმით, რამდენიმე მიმართვის მიუხედავად მუნიციპალიტეტიდან არავინ მივიდა. შემდეგ სადარბაზოში ფული ააგროვეს და დეზინფექცია საკუთარი სახსრებით გააკეთეს. 

დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ თემქის ზღვის უბნის მოსახლეობას მუნიციპალური სამსახურებისთვის არ მიუმართავთ.


close დახურვა