logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: 12 დაინფიცირებულიდან თითქმის ყველა მსუბუქი სიმპტომით ხასიათდება

07 მარ 202022:15
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, 12 დაინფიცირებულიდან 10 პირი არის მსუბუქი სიმპტომებით. 

"12 პირიდან, ვინც ჩვენთანაა, რიგით პირველი, ანუ ვინც ირანიდან ჩამოვიდა, გახლავთ უსიმპტომო. 10 არის მსუბუქი სიმპტომებით. კიდევ ერთი პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ტემპერატურა აღენიშნება 39.5 და აქვს პნევმონია, რაც ამ დაავადების მძიმე შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი გამოვლენაა. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ და უტარდება სათანადო მკურნალობა. მიუხედავად სიმძიმისა, მას არ აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში პირობები და თითქმის გარანტირებულად ვფიქრობთ, რომ გამოჯანმრთელდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ინტენსიური თერაპიისთვისაც",-აცხადებს ცერცვაძე. 

 


close დახურვა