"ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს აღენიშნებათ სიცხე და მსუბუქი ყელის ტკივილი",- ეს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს მიაწოდა. მისივე თქმით, ხუთივე პაციენტის ვითარება დამაკმაყოფილებელია.
"ერთი საათის წინ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში 5 პაციენტი და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. ესაა სამი ახალგაზრდაა, ერთი ქალი და ორი ვაჟი, ასევე ორი საშუალო ასაკის პიროვნება. ყველა მათგანი ნამყოფია იტალიაში და ჩამოვიდნენ თბილისში 1-ელ მარტს. არცერთ მათგანს ჩამოსვლის დღეს რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, ამიტომ წავიდნენ სახლში. ერთ-ერთ მათგანს მოგვიანებით დაუდასტურდა ვირუსი და ამიტომ გამოიკვლიეს დანარჩენებიც. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს აღენიშნება სიცხე და მსუბუქი ყელის ტკივილი. პნევმონიაც სავარაუდოდ არ აქვს, თუმცა დანამდვილებით ჯერ ვერ გეტყვით",-აღნიშნა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.