logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

12 მარ 202019:44
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბოლო პაციენტს ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, შეხება იტალიასთან ჰქონდა. 

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის დროს ყველაზე სახიფათო პერიოდია პირველი კვირა. 

„აღებული იყო 6 სინჯი და აქედან 5 უარყოფითი იყო და ერთი დადებითი. აღებულია საღამოსთვის კიდევ 4 სინჯი. სხვა ინფორმაციას ვერ გავცემთ, ვცდილობთ დავიცვათ პერსონალური მონაცემები. ყველას იტალიასთან აქვს შეხება, 3 პაციენტის გარდა.

ბოლო პაციენტსაც იტალიასთან ქონდა შეხება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ მცირე ტემპერატურის მომატება აღენიშნება. 7 პაციენტია ვისაც აქვს პნევმონია, აქედან 1 არის მძიმე მდგომარეობაში. მას ინტენსიური თერაპია არ სჭირდება და იმედია, გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ოფიციალურად 25 პირია ინფიცირებული.


close დახურვა