logo
ENG



თეო ხატიაშვილი: ადამიანები, რომლებიც დგანან კინოთეატრებთან, მათ მორალთან საერთო არაფერი აქვთ

08 ნოე 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
crkcwj8xf1r7og5.png

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. როგორც კინომცოდნე აცხადებს, მიუღებელია, როდესაც ხელისუფლებას შექმნილ სიტუაციაზე გაურკვეველი პოზიცია აქვს. მისივე შეფასებით, აღმაშფოთებელია, როდესაც კონკრეტული ჯგუფები ადამიანებს უზღუდავენ უფლებას, უყურონ ფილმს. 

"სულ რომ არ იყოს ფილმი წარმატებული, რომ არ ჰქონდეს ფესტივალები მოვლილი, ადამიანებს აქვთ უფლება, რომ კინოში წავიდნენ და ნახონ. მათ როდესაც უზღუდავენ ამის უფლებას, ეს არის გამოხატული ავტორიტარიზმი, არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ კონკრეტული ჯგუფების მიერ, რომელიც აძლევენ თავის თავს იმის უფლებას, აუკრძალონ ვინმეს ფილმის ნახვა. აღმაშფოთებელია, როდესაც ადამიანები ასეთი აგრესიით გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. აღმაშფოთებელია, როდესაც ხელისუფლებას აქვს ძალიან გაურკვეველი პოზიცია. ის ადამიანები, რომლებიც დგანან კინოთეატრებთან, მათ მორალთან საერთო არაფერი აქვთ", - განაცხადა ხატიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენების პარალელურად, კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებთან ვითარება დაძაბულია. რადიკალები ცდილობენ შენობაში შეღწევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას. ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე რამდენჯერმე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო, 11 ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, აქციაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. კერძოდ, პოლიტიკოსს დავით ბერძენიშვილს, რომელიც ადგილზე იყო მისული, უცნობი პირი თავს დაესხა.


close დახურვა