კინომცოდნე თეო ხატიაშვილი "პოლიტიკის ფორმულას" ეთერში კინოთეატრებთან მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რადიკალური ჯგუფების მოქმედებები საზოაგადოებაში ტაბუირებული თემების შედეგია. ხატოიაშვილის თქმით, რაც უფრო დამალულია ესა თუ ის თემა, მით უფრო დიდია პროტესტი, რომელიც ადრე თუ გვიან მოქალაქეებში ჩნდება.
"ჩვენ სირაქლემას პოზას ვიკავებთ, როცა გვგონია, რომ საზოგადოებაში არ არიან ჰომოსექსუალები ან ქართულ ცეკვას არ შეიძლება ცეკვავდნენ ჰომოსექსუალები,"-აცხადებს ხატიაშვილი.
კინომცოდნე კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც დღეს კინოთეატრებთან აქციებს მართავენ, პროტესტი არ გამოუხატავთ საპატრიარქოსთან.
"საინტერესოა, რატომ არ გამართეს ასეთი აქცია საპატრიარქოსთან? ძალიან კარგად მეტყველებს ამ ჯგუფზე, მათ არასდროს არ უჩნდებათ პროტესტი ვერტიკალის მიმართ",-აცხადებს ხატიაშვილი.