ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. კაიროში ლიტურგიის დროს თეოდორე მეორემ პირველად მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, რაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს. ამგვარად ალექსანდრიის საპატრიარქო კონსტანტინოპოლისა და საბერძნეთის ეკლესიების გადაწყვეტილებას შეუერთდა. საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოქტომბრის ბოლოს აღიარა.
თეოდორე მეორემ დღეს პირველად მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე
08 ნოე 201916:30
3 წუთის საკითხავი