logo
ENG



თეოლოგი: წლების მანძილზე, საქართველოს ეკლესია ირჩევდა ყრუ დუმილის და მკაცრი ჩაკეტილობის პოზას

28 ოქტ 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
1zoimxjg5xr8zj9.jpg

მეუფე იაკობის განცხადებებზე პასუხიმგებლობას თეოლოგები კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აკისრებენ. მათი აზრით, მეუფე იაკობის მხრიდან ქორეპისკოპოსის თანამდებობის დატოვება საკმარისი არაა და ეს სიტუაციას არ ცვლის. თეოლოგები ეჭვობენ, რომ მეუფე იაკობს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია.

„ეს მოვლენა არის მთლიანად, რეჟიმში არსებული დარღვევების და სისტემური მარცხის გამოხატულება. პრაქტიკულად საქართველოს ეკლესია ირჩევდა ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინანტობის პოზას წლების მანძილზე. ისინი ებრძოდნენ არა საკუთრივ გამოწვევებსა და პრობლემებს არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც აპელირებდნენ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე ეკლესიაში. მთლიანობაში ეს არის მრავალწლიანი გამრუდებული, არამართლზომიერი მოცემულობის ერთ-ერთი რიგითი სახოვნება, რომელიც მეუფე იაკობში აისახა,“ - განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.

თეოლოგი გიორგი გველესიანი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა სინოდის სხდომის მოუწვევლობაშია. მისი განცხადებით, სინოდის კრება არის ერთადერთი ძალმოსილი, რომელიც პრობლემებზე პასუხს გასცემს.

„მთავარი პრობლემა, რაც დღესდღეობით ეკლესიაში დგას არის  ის, რომ არ არის მოწვეული სინოდის კრება. სინოდის კრება არის ერთადერთი ძალმოსილი ამ პრობლემებზე პასუხის გაცემაზე და ჩემი აზრით მთავარი რაც უნდა იყოს გადაჭრილი არის ის, რომ ეკლესიაში მოხდეს განახლება,“ - განაცხადა გიორგი გველესიანმა.


close დახურვა