ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმღვანელი ლელა ჯეჯელავა საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკლესიის წიაღში პრობლემებია. როგორც ჯეჯელავა "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, სხვადასხვა ძალები ამ პროცესებისგან სარგებლის მიღებას ცდილობენ.
"ფაქტია, რომ დაიწყო ურთულესი პროცესი. ჩემდა სამწუხაროდ არ მგონია, რომ ეს დასრულდეს სინოდის სხდომით. ვნახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის პრობლემები, რომელიც ვეღარ დაიტია ეკლესიის შიდა წიაღმა და გამოვიდა გარეთ. თუ რა მოხდა და რატომ გამოვიდა ეს პრობლემები გარეთ, მაგალითად არ იყო მასზე სწორი რეაგირება წმინდა სინოდისგან, ეკლესიის ადმინისტრაციისგან, თუ ამას რამე სხვა მიზეზები ჰქონდა, ეს პროცესში გამოჩნდება", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქმა პეტრე ცაავას მღვდელმთავრობა აღუკვეთა. სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ მედიასთან სკანდალური განცხადებები გააკეთა.