საპატრიარქოს რელიგიათაშორისი ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა „ფორმულასთან" ეკლესიის გარშემო ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. თეოლოგი არ გამორიცხავს, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესი ამით არ დამთავრდება და მას მორიგი განცხადებები და ბიძგები მოჰყვება.
"მეუფე პეტრე ცაავას განცხადების შემდეგ, რომელიც ფაქტობრივად იყო ტექტონიკური ძვრა, ამ ინსტიტუციაში, რასაც საპატრიატქო ჰქვია და საიდანაც ხმა ნაკლებად გამოდის ხოლმე, მხოლოდ ჩურჩული, ახლა უკვე ბიძგებთან გვაქვს საქმე, განმეორებით ბიძგებთან. ეს სამწუხაროდ ასე გაგრძელდება. არ არის გამორიცხული სხვა ძვრაც მოხდეს. ვეჭვობ, რომ ახლა ეს ყველაფერი ყუთში შებრუნდეს ისევ. ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს ისიც, როგორ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება, თვითონ საპატრიარქო და საზოგადოება", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.