logo
ENG



თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

01 ნოე 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
2ncjeq4qw9zl2ht.jpg

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სამართალდამცველ ორგანოებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ტიგინაშვილი აცხადებს, რომ უკვე მეორე დღეა "ფეისბუქით" იღებს შეტყობინებებს, რომლებშიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. როგორც გიორგი ტიგინაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, მუქარის ავტორების ნაწილის იდენტიფიცირება სოციალურ ქსელში ​შესაძლებელია, მათი ნაწილი კი ინკოგნიტო ანგარიშებიდან იწერება.

ტიგინაშვილის თქმით, მის მიმართ განხორციელებული მუქარის მიზეზი საპატრიარქოსადმი გამოთქმული კრიტიკაა, რომელსაც ის არ ერიდება და პატრიარქს პეუფე პეტრეზე მიღებული გადაწყვეტილების გამოც აკრიტიკებს.

თეოლოგი მზად არის ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან და მათ ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 


close დახურვა