რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს საქართველოს რუსული ენისა და კულტურის ცენტრმა - ამ საკითხზე დღეს ექსპერტები კონფერენციაზე იმსჯელებენ.
როგორც „ფორმულას“ "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, ქვეყნისთვის ცენტრის გახსნა საფრთხის შემცველია.
„რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკით საქართველოსთან ბრძოლას. კულტურის ცენტრი იქნება თუ სხვა, ეს მეთოდები ჰიბრიდული ომის ნაწილია. კულტურის ცენტრს არანაირი კავშირი არ აქვს კულტურასთან და ეს იქნება ჩვეულებრივი ჯაშუშური ქსელი“, - განაცხადა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ დააანონსა.