logo
ENG



თეონა ხარაბაძე: ბოლომდე ვიბრძოლებთ სიტყვის და თავისუფლების გამოსახატად

28 თებ 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე აჭარის  საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრობს.

მისი განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ, რადგან ახალი ამბები 2 მნიშვნელოვანი სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირის გარეშე არის დარჩენილი.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პროტესტს არ შეწყვეტენ და ბოლომდე იბრძოლებენ სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის, რათა მაუწყებლის ეთერში ისმოდეს თითოეული მოქალაქის ხმა.

„დღეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ, რამდენიმე კვირის წინ მაია მერკვილაძე გაათავისუფლეს მოადგილეობის პოზიციიდან, დღეს კი საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ფაქტიურად ახლა ახალი ამბები 2 მნიშვნელოვანი სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირის გარეშე არის დარჩენილი. დღევანდელი ჩვენი პროტესტი მორიგი პროტესტია, ეს არ არის ბოლო პროტესტი, რომლესაც ჟურნალისტები გამოვთქვამთ იმიტომ, რომ პროტესტი კვლავ გაგრძელდება. ბოლომდე ვიბრძოლებთ სიტყვის და თავისუფლების გამოსახატად, ჩვენი მაყურებლებისთვის და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის, რომ მაუწყებლის ეთერში ისმოდეს თითოეული მოქალაქის ხმა“, - განაცხადა თეონა ხარაბაძემ.


close დახურვა