logo
ENG



თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და პირბადე-რა რეგულაციებით მუშაობენ სავაჭრო ცენტრები

01 ივნ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი იწყება. იხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის სავაჭრო ცენტრები, ასევე მუშაობას განაახლებენ ღია ტიპის რესტორნებიც. 

ქვეყანაში არსებული მოლების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან მომხმარებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარონ. ასევე ტერიტორიაზე მოწყობილია დეზობარიერები და განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები, რათა მომხმარებლებმა, შესაბამისი პროცედურები ჩაიტარონ. 

"გალერია თბილისის" პიარის და მარკეტინგის ხელმძღვანელი ქეთა ახობაძე "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ მაღაზიებში გასახდელი ოთახები ამ ეტაპზე არ დაკეტილა. მისივე თქმით, ნებისმიერი ნივთი, რომელსაც მომხმარებელი უკან დააბრუნებს, გაყიდვაში 48 საათის განმავლობაში არ შევა. 

"სავაჭრო ცენტრში შესასვლელად მოქალაქეებმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, ასევე უნდა დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე და არ უნდა მოიხსნან შენობაში ყოფნის დროს. ეს რეგულაციები აუცილებლად უნდა დაიცვან. რაც შეეხება ლიფტებს, ლიფტში მხოლოდ 4 კაცი დაიშვება და მოქალაქეები ზურგით ერთმანეთთან უნდა იდგნენ. პარალელურ რეჟიმში ჩვენ უზრუნველყოფთ სავაჭრო ცენტრის ძალიან ხშირ გაწმენდას. კონკრეტული გადაწყვეტილება გასახდელების გაუქმებასთან დაკავშირებით არ მიღებულა. თითო მაღაზიას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა სქემით იმოქმედებს", - განაცხადა ახობაძემ


close დახურვა