logo
ENG



თერჯოლა ხელმძღვანელების გარეშე დარჩა - მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

01 აპრ 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
y5h69s4rvhxtots.jpg

თერჯოლის მუნიციპალიტეტი დღეს ხელმძღვანელების გარეშე დარჩა. მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ, მანუჩარ ფანჩულიძემ თანამდებობები დატოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მერმა თანამდებობაზე უარი ოჯახური პირობების გამო თქვა, თუმცა თერჯოლის მერიაში არ პასუხობენ კითხვაზე - რა მიზეზით დატოვა თანამდებობა მერის მოადგილემ.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, მერის გადადგომას კორონავურუსის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან კავშირი არ აქვს, თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა თანამდებობის დატოვება 30 წელს გადაცილებული თერჯოლელი კაცის ინფიცირებას, რომელიც თბილისში სავალუტო ჯიხურში მუშაობდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა შიდა დაპირისპირებისა და არაჯეროვნად შესრულებული პროექტების გამო დატოვა.


close დახურვა