თერჯოლაში, სანიაღვრე არხში კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ხვიჩა გამეზარდაშვილია - მას ოჯახი და პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გარდაცვლილს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. ისინი ვარაუდობენ, რომ გამეზარდაშვილს ავტომობილი დაეჯახა.
ფორმულა დეტალებს შსს-სთან არკვევს.