ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგიაშვილი მოტოციკლეტით ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.