თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა - ამის შესახებ პოლიციას თავად ექიმებმა აცნობეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.