logo
ENG



თვითმმართველობის დაკნინება - უკანასკნელ თვეებში თანამდებობა ექვსმა არჩეულმა მერმა დატოვა

19 ივლ 202021:28
3 წუთის საკითხავი
 

უკანასკნელ თვეებში თანამდებობა 6 ქალაქის არჩეულმა მერმა დატოვა. არც ერთი მათგანი არ განმარტავს, თუ რატომ ტოვებს ვადაზე ადრე პოსტს. 

თვითმმართველობების დაკნინებას უკვე მრავალი წელია, საქართველოს თითქმის ყველა მთავრობა ეწევა. მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მოქალაქეები ირჩევენ იმ ადამიანს, ვისთან მისასვლელად დიდი გზის გავლა არ სჭირდებათ.

„დემოკრატია აუცილებლად იწყება ძირებიდან და ყველაზე კარგი პრაქტიკა არის თვითმმართველობა. მე ვირჩევ იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ძალიან ახლოსაა და იცის ჩემი პრობლემები, რომელთან მისასვლელად დიდი გზა არ მჭირდება. როცა ხელისუფლებას გონია, რომ მერი თავისი გავლენით პრობლემას უფრო მეტად მიქმნის, ვიდრე ხელს მიწყობს საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამიტომ უნდა გადადგეს, ის ვერ აცნობიერებს, რომ ამით აბრაზებს ადამიანებს და ეუბნება - შენ რომ გადაწყვეტილება მიიღე, ჩემთვის არაფერია“, - აცხადებს ქორიძე.

აღსანიშნავია, რომ მრავალი წარმატებული ევროპული ქვეყნის მაგალითი მოწმობს - ეკონომიკური წარმატების გზა, სწორედ ძალაუფლების დეცენტრალიზაციაზე გადის. 


close დახურვა