logo
ENG



თვითმხილველების ცნობით, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა

08 ნოე 202022:21
3 წუთის საკითხავი
 

თვითმხილველების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის შემდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა.

სპეზრაზმი მომიტინგეებს ცესკო-ს შენობასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს. დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობიდან გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.  


close დახურვა