თვის ბოლოდან პური ძვირდება - მატება 5-10 თეთრი იქნება. მაისში კი შესაძლოა, პური 20 თეთრამდეც გაძვირდეს. ამ რადიკალურ ნაბიჯზე წასვლა მწარმოებლებს თითქმის ყველა კომპონენტზე გაზრდილი ხარჯების გარდა, ხორბლის შესაძლო დეფიციტის გამოც მოუხდათ. ექსპორტზე შეზღუდვები ქვეყნისთვის ნომერ მეორე იმპორტიორმა ყაზახეთმა დააწესა.