logo
ENG



თითო მომხმარებელი 20მ²-ზე - რა პირობებით იხსნება სავაჭრო ობიექტები

22 დეკ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები, კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვის მოთხოვნით, მუშაობას განაახლებენ.

მთავრობა მოლებს მკაცრ რეგულაციებს უწესებს. მათი მოთხოვნით, ობიექტები მუშაობას დაიწყებენ დილის 7 საათზე და დაასრულებენ 19:00-ზე.

გარდა ამისა, მოთხოვნაა, რომ მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ² დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

ამასთან, მაღაზიებს შეუძლიათ, დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1-ლი თებერვლის შემდეგ. მთავრობა კრძალავს სავაჭრო ცენტრებში მდებარე კვების ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის გატანის სერვისსაც, რომელიც აქამდე დაშვებული იყო. გარდა ამისა, სავალდებულოა, რიგებში დაცული იყოს დისტანცია და პირბადის სწორად ტარების მოთხოვნა. მთავრობა განმარტავს, რომ ამაზე სრული პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას ეკისრება.

"ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება", - აცხადებენ მთავრობაში.


close დახურვა