logo
ENG



თიკო ერაძე: ამ საქმეს მივყვები ბოლომდე

12 დეკ 201923:10
3 წუთის საკითხავი
 
wvns78dzqazf9al.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ტაბულას“ ჟურნალისტმა თიკო ერაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მის წინააღგმდეგ არსებული ძალადობის ფაქტის გამოძიებას მიყვება ბოლომდე.

„ფაქტია, იქ ძალადობა იყო, იქ ჩვენი თრევა იყო და არა მარტო ჩემი. ამიტომ, შესაბამისი გამოძიება უნდა იყოს. მე გავყვები ბოლომდე, ექსპერტიზაზეც წავალ ხვალ. ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღებ მონაწილეობას. ზუსტად ვიცი რასაც ვითხოვ“, - განაცხადა ერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან, სადაც უვადო მოსამართლეთა კენჭისყრა იმართებოდა, ძალის გამოყენებით გააძევეს.

 


close დახურვა