logo
ENG



თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული გზებზე - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12 იან 202417:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/12/m5ia5paa52dagg8.jpg
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
 
მათი ცნობით, 12 იანვრის დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაა მოსალოდნელი. 
 
სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვარს დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. 
 
14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. 
 
ამასთან, სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. 
 

close დახურვა