თბილისში, თოიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. თოიძის ქუჩაზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", - ნათქვამია ინფორმაციაში.