logo
ENG



თოლორაია: ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ დავიცავდი სამსახურის ინტერესებს

27 დეკ 202111:27
3 წუთის საკითხავი
 
თოლორაია: ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ დავიცავდი სამსახურის ინტერესებს

კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არც ერთი დარგის ექსპერტს. კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას


close დახურვა