logo
ENG



თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სხდომას ატარებს, პარალელურად აქცია მიმდინარეობს

01 დეკ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/01/8dp36s95oxxtwui.png

აჭარის მთავრობის სახლთან დღესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარალელურად თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სხდომას ატარებს. 

ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

"გაგვცეს, რატომ მოპარეს ამომრჩევლებს ხმები".- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

დემონსტრანტებმა მთავრობის სახლთან დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: "თორნიკე, გამოდი ხალხთან", "თორნიკე მონა". 

ასევე, სკანდირებენ: "მონებო". 

ბუშტების გაშვების დროს დააკავეს 1 ადამიანი. 

ბათუმში არჩევნების შედეგებს ბათუმში 23-ე დღეა, აპროტესტებენ. 

დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია. 


close დახურვა