logo
ENG



თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა

30 ივნ 202023:52
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის „ლიგა ენდესას“ 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებული „ბასკონია“ გახდა. თორნიკე შენგელიას კლუბმა „ბარსელონა“ ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 69-67 დაამარცხაა.

თორნიკემ მატჩში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელია „ბასკონიას“ კაპიტანია. ის პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

„ბასკონიამ“ ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმა.


close დახურვა