logo
ENG



თორნიკე შენგელიამ მოსკოვის CSKA დატოვა

26 თებ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულა სპორტის სანდო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის CSKA და რუსეთი დატოვა.

ფორმულას ინფორმაციით, კალათბურთელი ამ წუთებში ესპანეთში მიემგზავრება, სადაც 2008-2010 და 2014-2020 წლებში თამაშობდა.

რუსული არმიის გუნდის ქართველმა კალათბურთელმა გუშინ ოფიციალურ FB გვერდზე უკრაინის დროშის ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ში 2020 წლის ივლისში გადავიდა, რასაც ქართველ გულშემატკივართა დიდი ნაწილის განაწყენება და პროტესტი მოჰყვა. კალათბურთელმა მაშინ იმედი გამოთქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ქომაგები მის მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლიდნენ


close დახურვა