logo
ENG



თოფაძის დაჭრის ფაქტზე შსს-ში მისი ბებია და მეგობრები დაიკითხებიან

03 აგვ 202020:08
3 წუთის საკითხავი
clock 413

თოფაძეების სახლში, სადაც პარლამენტის ყოფილი დეპუტატის შვილიშვილი დაჭრეს, სამართალდამცველები მივიდნენ. 

თავდაპირველად საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად სამართალდამცველებმა გოგი თოფაძეს ორდღიანი ვადის მიცემა სთხოვეს, თუმცა მან გამომძიებლებს საგამოძიებო მოქმედებების დროულად ჩატარების თხოვნით მიმართა. 

გოგი თოფაძე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. თოფაძის თქმით, ახალგაზრდებს მისი მეუღლე აშველებდა და დაჭრას შემთხვევით გადაურჩა. 

ჭავჭავაძის გამზირზე, თოფაძეების საცხოვრებელ სახლში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია გამთენიისას მივიდა და ცივი იარაღით ლევან თოფაძეს 4 ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. არაა გამორიცხული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს

ბუსა ჟვანიას, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ბრალი ჯერ არ წარდგენია. ბრალის წარდგენა სავარაუდოდ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, რადგან პაციენტის გაწერა ჯერ დაგეგმილი არაა. ლევან თოფაძეს ორი ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ექიმების თქმით ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიულ ჩარევას პაციენტი არ საჭიროებს.  

ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე მოწმეთა გამოკითხვა პოლიციაში ხვალ გაგრძელდება. გამოძიების შეკითხვებს ლევან თოფაძის ბებია და მეგობრები უპასუხებენ.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" მთავარ გამოშვებაში - 20:00 საათზე. 


close დახურვა