თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ფორმულას თსუ-ში უთხრეს, გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო.
გარდა ამისა, თსუ-მ ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აყენებს შეურაცხყოფას სტუდენტი ლექტორს.