logo
ENG



თსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გაბათილდეს

06 აგვ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გაბათილდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ცენტრი პროცედურების დარღვევაზე მიუთითებს და გასაჩივრებას გეგმავს. ორგანიზაციის დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ შემაჯამებელ ოქმში კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა არ არის.  

უნივერსიტეტში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ წევრი ავადმყოფობის გამო პროცედურებს ვერ დაესწრო, შესაბამისად,  პრობლემასაც ვერ ხედავენ, თუმცა წესდება მოითხოვს, რომ კომისიის თუნდაც ერთი წევრის დაუსწრებლობის შემთხვევაში, სავალდებულოა ეს ფაქტი სპეციალურ ოქმში აისახოს.  

ცნობისთვის, გია შარვაშიძე რექტორად აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა 4 აგვისტოს აირჩია. ის მოვალეობებს 22 სექტემბერს უნდა შეუდგეს.


close დახურვა