თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ხვალინდელ აქციას ჯიპას სტუდენტებიც უერთდებიან.
მათი თქმით, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, 20:00 საათზე კი პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან
"ჯიპას სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას! შევიკრიბოთ ფილარმონიასთან 20 ივნისს 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პატლამენტისკენ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, რომელიც საფრთხეშია! მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია ჩვენ ვიყოთ ევროპული იჯახის სრულფასოვანი წევრი! შინ ევროპისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.