„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამიას აცხადებს, რომ მას სახელმწიფო დაცვა არ შესთავაზეს. გვარამიას თქმით, დაცვის შესახებ შეთავაზება მხოლოდ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ მიიღო.
„ჩემთვის დაცვა არ შემოუთავაზებიათ. გაბუნიას შესთავაზეს დაცვა. ესე იგი საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა, ეს მისი პოზიციაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.