logo
ENG



თუ ერთ თავს მოჭრი, იმ ადგილზე ორი ამოვა - ოპოზიცია აქციის დაკავებულ წევრებზე

30 ნოე 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
50hp2xzbf8955dl.jpg

​ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ მოძრაობა "გაბედეს" წევრების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან და სწორედ ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე. 

"ეს სამწუხაროა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან და სასამართლო ამ ჩვენებებს ეყრდნობა. არ აღძრავს არანაირ ეჭვს, რომ არცერთი კამერა არ მუშაობდა და დამატებით მტკიცებულებებს არ ითხოვს. ივანიშვილთან ერთად ჩვენ ასეთი მახინჯი სისტემაც უნდა შევცვალოთ", - განმარტავს ოთარ კახიძე. 

აკაკი ბობოხიძის თქმით კი,  ახალგაზრდების პროტესტს მმართველი გუნდი ვერ შეაჩერებს. 

"ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ საპროტესტო განწყობა ახალგაზრდებში მითოლოგიური ჰიდრასავით. თუ ერთ თავს მოჭრი, იმ ადგილზე ორი ამოდის. ვხედავ, რომ ეკრანზე ყოველდღე სრულიად უცნობი ახალგაზრდა სახე ჩნდება, ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას არ გააგრძელოს რეპრესიების გზა. ეს საბოლოო ჯამში ჩვენთვის კარგი გამოვა, მაგრამ არ არის კარგი ქვეყნისთვის",-აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ. 


close დახურვა