logo
ENG



თუ მთავრობა 21 აპრილამდე ანგარიშს არ წარადგენს, საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ - ლელო

13 აპრ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების რისკებზე საუბრობს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მთავრობამ 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის დეტალური ანგარიში უნდა წარმოადგინოს.

გარდა ამისა, „ლელო“ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენასაც ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.

„მთავრობამ დღემდე ვერ მოახერხა ერთიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის პრიორიტეტებიც და საზოგადოების ფუნქციონირების ახლა გარემოებებთან ადაპტირების კონკრეტული მიდგომებიც. სერიოზულ ეჭვებს ბადებს ის რეგულაციები, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესს აძლევს ფუნქციონირების საშუალებას,  ხოლო სხვა უკრძალავს“, - განაცხადა პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა. 


close დახურვა