logo
ENG



თუ რურუას არ გამოუშვებენ, ოცნებას ჩვენი კურთხევა მე-2 და მე-3 მოსმენაზე არ ექნება - ბოკერია

22 ივნ 202021:14
3 წუთის საკითხავი
 

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გიორგი რურუას საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ივანიშვილი უკვე ისტერიაშია, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და შეცდომებს უშვებს, რითაც ქვეყანასაც აზიანებს.

„ახლა რომც ჩააგდოს თავისი ხმებით, პროცესი ვერ შეჩერდება - ხელმეორედ დასმა შეიძლება კენჭის ყრაზე. რურუას გათავისუფლებისთვისაც არის ინსტრუმენტი - ამ საკითხს არავინ მოხსნის. ივანიშვილს თუ უნდა თავი დაიღუპოს, რურუას არგამოშვება იქნება სიგნალი, რომ ის არ ასრულებს შეთანხმებებს. ის არის ისტერიულ მდგომარეობაში. პროგნოზები არის უსარგებლო საქმე - უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებაც ხომ ლოგიკაში არ ჯდებოდა, საკუთარი თავი დაიზიანეს. ეშინია ამ ისტერიულ ლიდერს ძალაუფლების დაკარგვის, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს და ივანიშვილი გონს მოეგოს. იქამდე მას არ ექნება მეორე და მესამე კურთხევაზე „ევროპული საქართველოს“ კურთხევა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს ხვალ უყრიან.

 


close დახურვა