logo
ENG



თურნავა: Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე აღადგენს ბაზას

29 ოქტ 202010:41
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე აღადგენს ბაზას

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, იაფი ავიაკომპანია Wizz Air სავარაუდოდ, გაზაფხულზე დააბრუნებს ბაზას ქუთაისის აეროპორტში. ფრენების ეტაპობრივად აღდგენაზე მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგენს ბაზას. როგორც ადრე მოგახსენეთ, ეს იყო დროებით, პანდემიით გამოწვეული. ბევრ ქვეყანაში მოუწია ბაზების შემცირება", - თქვა ნათია თურნავამ.

ივნისში ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე Wizz Air-მა დროებით შეაჩერა ოპერირება. კომპანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო თვითმფრინავები სხვა ქვეყნების ბაზებზე გადაიყვანეს.

Wizz Air-მა ამ თემაზე განმარტებითი განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ მზადაა, ეპისდიტუაციიდან გამომდინარე, აღადგინოს ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და შემდეგ დაამატოს კიდევ ახალი მიმართულებები.


close დახურვა