"ეკონომიკური ზრდის 0 %-იანი ზრდა ოპტიმისტურია",-ასე აფასებს აზიის განვითარების ბანკის პროგნოზებს ეკონომიკის მინისტრი. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს ბუნებრივი ციფრია.
"რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს,საკმაოდ რთულია ახლა კონკრტული პროგნოზის შეთავაზებაზე, რადგან დამოკიდბულები ვართ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, ასევე რამდენად სწრაფად განვითარდება არამხოლოდ საქართველოს არამედ გლობალური ეკონომიკა. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 0 %-იან ზრდასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად ოპტიმისტურიცაა. ჯობია უარესის მოლოდინი გვქონდეს და მერე გაგვიხარდეს უკეთესის მიღწევა",-აღნიშნა თურნავამ.
რაც შეეხება განახლებული ბიუჯეტის წარდგენას, მინისტრის თქმით, დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება.
"ბიუჯეტის წარდგენა განახლებული პარამეტრებით მოხდება რაც შეიძლება სწრაფად, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბებული გვექნება დახმარების პაკეტი. სწორედ დახმარებასა და მომავალში ბიზნესის სტიმულირებაზე იქნება ეს ბიუჯეტი გადაწყობილი",-განაცხადა თურნავამ.